ახალი ამბები

სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა, აპარატის პრიორიტეტები გააცნო და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

მხარეებმა სახელმწიფოთაშორისი საჩივარზე - საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ ისაუბრეს, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. იუსტიციის მინისტრმა ქვეყნის სუვერენიტეტისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პატიმართა ადამიანის უფლებებსა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

იუსტიციის მინისტრმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)