ახალი ამბები

სახალხო დამცველი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

2023 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელს რუსუდან კოხოძეს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა მდგომარეობას, ვინაიდან, ბავშვების, ხანდაზმულების, შშმ პირების, ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ადამიანის უფლებების დაცვა აპარატის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტოსგან მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად.

სახალხო დამცველმა რუსუდან კოხოძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)