ახალი ამბები

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

2025 წლის 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, ლევან იოსელიანი მინისტრს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები როლანდ მესხი, ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)