სახალხო დამცველი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) წევრებს შეხვდა
2018 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სახალხო დამცველის საქმიანობა არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით, ასევე, სასჯელაღსრულების სისტემის მთავარი გამოწვევები, თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა მიმდინარე საკითხები, რომელიც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წევრებისთვის იყო საინტერესო.
სახალხო დამცველის აპარატი და მისი პრევენციის ეროვნული მექანიზმი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს არასათანადო მოპყრობის შემთხვევების აქტიურ გამოვლენას, მათზე ეფექტურ რეაგირებას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტურ თანამშრომლობას.