ახალი ამბები

სახალხო დამცველი თურქეთის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა თურქეთის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარეს მუჰარემ კილიჩს და ინსტიტუტის თანამშრომლებს.

მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ამ თურქეთის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების თაობაზე ინფორმაციის გაზიარებას უზრუნველყოს.

8 აპრილს გამართული შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები, ინსტიტუტების საქმიანობა და მანდატი, სამომავლო გეგმები და ა.შ.

შეხვედრაზე თურქეთისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება თანასწორობის საკითხებზე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობაზე, ადამიანის უფლებების თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებულ აქტივობებზე, ინსტიტუტების მუშაობაზე საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე და სხვა.

სახალხო დამცველი თურქეთში ვიზიტს ფარგლებში ასევე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ჯანჯღავას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)