ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატს საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში ეწვია

2018 წლის 24-28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში ჯონ ვადამი ეწვია. ექსპერტის დახმარებით სახალხო დამცველის აპარატი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის სახელმძღვანელო პრინციპებსა და ინსტრუმენტებს შეიმუშავებს.

საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლიდან ასრულებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის დამოუკიდებელი ეროვნული მექანიზმის ფუნქციას და ზედამხედველობას უწევს აღნიშნული დოკუმენტის განხორციელებას ქვეყანაში.

საერთაშორისო ექსპერტმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან, სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან.

ექსპერტული მხარდაჭერა განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)