ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისი მოინახულა

2023 წლის 1 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა, დაათვალიერა შენობა და ესაუბრა საცხოვრებელში განთავსებულ ბენეფიციარებს.

საცხოვრისში 80 ოჯახი (და მათ შორის, 150 ბავშვი) გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, შენობა ამორტიზებულია, სახურავი დაზიანებულია და ჩამოდის წყალი, გაუმართავია სადრენაჟე სისტემა.

მოსახლეობა წლებია განსახლებას ითხოვს, მაგრამ მხოლოდ დაპირებებსიღებენ, მათი მდგომარეობა კი ყოველწლიურად უარესდება. ამასთან, მაცხოვრებელთა უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს სოციალური დახმარების მოხსნის გამო.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის და ბავშვებისთვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ამ ეტაპზე სათანადო საცხოვრებლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)