სამუშაო დისკუსია სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით
2023 წლის 5 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესში ჩართულ ადამიანის უფლებათა ექსპერტებთან სამუშაო დისკუსია გამართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი გვანცა დავითაშვილი.
დისკუსია შეეხო სხვადასხვა დროს სასკოლო სახელმძღვანელოს რეცენზირების პროცესში არსებულ გამოწვევებს; ყურადღება გამახვილდა მათი გადაჭრის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის მზარდ როლზეც.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ შინაარსობრივი რეცენზირების პროცესის დახვეწისკენ მიმართული მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად, მისი სხვადასხვა ასპექტი გაუმჯობესებულია. თუმცა, კვლავ რჩება გამოწვევები, რაც პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას საჭიროებს.
შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.