ახალი ამბები

შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან

2023 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრის გახსნისას სახალხო დამცველმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენაზე ხარისხიანი განათლების მიღების, ადგილობრივ დონეზე მართვაში მონაწილეობისა და ამავე დროს, ეთნიკურ-კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

საბჭოს მუშაობის სტილზე, გაწეულ საქმიანობაზე, მონიტორინგსა და შემუშავებულ რეკომენდაციებზე, ასევე უახლოეს გეგმებზე მოხსენება წარმოადგინა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა.

დისკუსიისას საბჭოს წევრებმა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებული პრობლემები განიხილეს და მადლობა გადაუხადეს სახალხო დამცველსა და მის აპარატს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)