ახალი ამბები

ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს

2020 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმატრადიციულად აღნიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: პიროვნებას, ორგანიზაციას, მედიასაშუალებას და საჯარო მოხელეს - რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.

ტრადიციულად საბჭოებმა წელსაც დააჯილდოვეს 2020 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა:

ნომინაციაში პიროვნება - მწერალი, დათო ტურაშვილი.

საჯარო გამოსვლებში გაჟღერებული სწორი პოზიცია და დამოკიდებულება დავით გარეჯის საკითხთან, ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებთან და სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით.

ნომინაციაში ორგანიზაცია ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ გამოავლინა ორი გამარჯვებული:

ქალთა ფონდი საქართველოში - ორგანიზაცია მრავალი წელია მხარს უჭერს ეთნიკურ უმცირესობების ქალთა ორგანიზაციებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობებისსამეცნიერო-კვლევითიცენტრი.

ცენტრი დაარსების დღიდან აწყობს ქართულ-ოსური კულტურულ-საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სასწავლო კონფერენციებს; ცენტრს თავისი საქმიანობით გამორჩეული წვლილი შეაქვს ქართულ-ოსურ ურთიერთობების აღდგენის, ხელშეწყობისა და სამშვიდობო ურთიერთობების საქმეში, მას ამ თვალსაზრისით ანალოგი არ გააჩნია.

ნომინაციაში მედია საშუალება - სერიალი „თესეა“.

„ფორმულა კრეატივის“ შემოქმედებით ჯგუფის სერიალი "თესეა"ეხება საზოგადოების საკამათო თემებს და აჩვენებს ჩაკეტილ საზოგადოებაში შექმნილი ილუზორული სიმშვიდის პრობლემას. მთავარ თემებს შორის განსაკუთრებით გამოკვეთილია ნაადრევი ქორწინების, სოციუმზე რელიგიისა და ტრადიციების გავლენის, სახელმწიფო აპარატისა და საზოგადოების მიერ შემოქმედებითი თავისუფლების დათრგუნვის, გარიყულობის შიში და სხვა აქტუალური თემები.

ნომინაციაში საჯარო მოხელე - თინათინ ღოღელიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიგო სტრატეგია; არის ობიექტური, პრინციპული, ტოლერანტული და საქმის ერთგული საჯარო მოხელე, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ტოლერანტობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული ასევე მიანიჭათ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებულ წევრებს: მარია ფილინას და ნაირა ბეპიევს.

მარია ფილინა - ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მარია ფილინა მრავალი წელია სწავლობს ქართულ-პოლონურ და ქართულ-რუსულ ლიტერატურულ კონტაქტებსა და პოლონელთა მემკვიდრეობას საქართველოში და მთელ კავკასიაში. 1995 წ. მარია ფილინამ დაარსა საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“, რომლის თავმჯდომარე გახლავთ.

ნაირა ბეპიევი - ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალური „მოამბის“ რედაქტორი. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

ნაირა ბეპიევი ავტორია მრავალი ქართულ-ოსური სახელმძღვანელო წიგნისა. იგი წლების განმავლობაში ხელს უწყობს ქართველთა და ოსთა შორის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო ურთიერთობების აღდგენას.

რელიგიათა საბჭომ დააჯილდოვა:

მარიამ ღავთაძე - ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი. გასულ წლებსა და მიმდინარე პერიოდში რელიგიის თავისუფლების აქტიური და შედეგის მომტანი დაცვისთვის საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე.

მარიამ ჩიქობავა - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ჯილდოვდება სასკოლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში რელიგიური მრავალფეროვნების ყოველმხრივი და არადისკრიმინაციული ასახვისთვის ზრუნვისა და ტოლერანტობის საკითხებზე თანამშრომლობისთვის.

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი - მიმდინარე და გასულ წლებში განათლებისა და დისკუსიების გზით, რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტული გარემოს განვითარების ხელშეწყობისათვის.

ჟურნალი „საბა“ - საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე, კონფესიური ხასიათის მიუხედავად, რელიგიური მრავალფეროვნების ტოლერანტული პერსპექტივიდან მუდმივი ასახვის გამო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)