გენდერის დეპარტამენტი

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის პრევენცია

2022 წლის 10 მარტს ანონიმურმა წყარომ სახალხო დამცველის აპარატს ინფორმაცია მიაწოდა 14 წლის ა. მ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტთან დაკავშირებით.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, არასრულწლოვანს დედა მეგობარ ბიჭზე ქორწინებას აიძულებდა, ვინაიდან ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლის მხრიდან დედისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანს ჰქონდა სქესობრივი კავშირი. დედა ასევე ემუქრებოდა, რომ მამასთან წაიყვანდა და ზემოაღნიშნულ ფაქტებს შეატყობინებდა.

სქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულმა აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა, რის საფუძველზეც გამოძება დაიწყო და ე.ბ.-ს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საგრანტო პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში გენდერის საკითხებში რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმა იმუშავა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)