გენდერის დეპარტამენტი

ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევაზე დაზარალებულად და ბრალდებულად ცნობა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი 2023 წლის 2 მარტიდან სწავლობს მ. მ.-ს მიმართ განხორციელებული უფლებადარღვევის ფაქტს. მ. მ.-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ადევნების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის მაისის თვიდან მიმდინარეობდა, სამართალდამცავ უწყებას სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიუღია.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის შესწავლის შედეგად, განმცხადებელი მ. მ. დაზარალებულად ცნეს, ხოლო კონკრეტულ პირს სისხლისსამართლებრივი დევნა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადევნების ჩადენის ფაქტზე წარედინა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გვანცა ხარატიშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)