გენდერის დეპარტამენტი

ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენცია

2021 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ თ. ა. არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლის მხრიდან. ძალადობის ბოლო ფაქტის შემდეგ მეუღლემ თ. ა. და მათი შვილები სახლიდან გააგდო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებას მიაწოდა. რის შედეგადაც საქმეზე გამოძიება დაიწყო და ძალადობის ფაქტები აღარ განმეორებულა.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საგრანტო პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში გენდერის საკითხებში რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმა იმუშავა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)