გენდერის დეპარტამენტი

ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე დაზარალებულად და ბრალდებულად ცნობა, საქმის ყოველმხრივი გამოძიება

2021 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ი. ჭ.-მ განცხადებით მომართა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა სამართალდამცავი უწყებების მიერ შესაბამისი ღონისძიებები არ ხორციელდებოდა.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტმა საქმის შესწავლის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა. აღნიშნული რეაგირების შედეგად, განმცხადებელი ცნეს დაზარალებულად, ხოლო მოძალადე - ბრალდებულად.

აღნიშნულ საქმეზე გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გვანცა ხარატიშვილმა იმუშავა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)