გენდერის დეპარტამენტი

სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადების გაჭიანურება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2023 წლის 26 იანვრიდან სწავლობდა ქ. ც.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ე. მ.-ს განცხადებას სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის მომზადება ჭიანურდებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის შესწავლის შედეგად ბიუროში 2023 წლის 9 მარტს მომზადდა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2023 წლის 13 მარტს ჩაბარდა დამკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო იაკობიძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)