კოვიდ 19

სახალხო დამცველი კოვიდ 19-ის ინფექციის პირობებში აეროპორტში მგზავრთა დახვედრა/განაწილების პროცედურას გაეცნო

2020 წლის 20 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე თბილისის აეროპორტში, ახალი კოვიდ 19-ის ინფექციის პირობებში ამსტერდამიდან ჩამოფრენილ საქართველოს მოქალაქეთა დახვედრას დაესწრო და მათი განაწილების პროცედურებს გაეცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ და საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველო წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს გააცნეს დაბრუნებულ მგზავრთა საპასპორტო კონტროლის, კარანტინში და თვითიზოლაციაში გადაყვანის, თერმოსკრინინგის და სხვა შემოწმების პროცედურები; ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და სავალდებულოდ შესავსები დოკუმენტაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება