ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელო
უფლებადამცველთა დაცვის სფეროში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, შეედგინა წინამდებარე განმარტებითი მეთოდოლოგიური ხასიათის დოკუმენტი. მასში განმარტებულია უფლებადამცველთა ცნების საერთაშორისო სტანდარტი, მათი საქმიანობის არსი და ამ მიმართულებით სახელმწიფოსთვის დაკისრებული ვალდებულებები; გამოკვეთილია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი და ფუნქციები, ასევე, ის ღონისძიებები, რომლის გატარებასაც სახალხო დამცველის აპარატი უფლებადამცველთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით აპირებს.