სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს

2016 წლის 11 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) სარჩელზე, რომელიც შეეხება პროფესიული კავშირის წევრობის გამო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს.

მომჩივნები სარჩელში მიუთითებდნენ, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან დაექვემდებარნენ დისკრიმინაციას პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით, ვინაიდან ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც გაწევრიანდნენ ააიპ „საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში“.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებით სახალხო დამცველმა მიმოიხილა პრეფესიული კავშირის წევრობის გამო სავარაუდო დისკრიმინაციის გამოვლენის ტესტი, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, ასევე პროფესიული კავშირის შექმნისა და წევრობის გამო განსხვავებული მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად არ ისახავს რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერას და მხოლოდ ახდენს იმ სტანდარტის იდენტიფიცირებას, რომელიც დადგენილია მსგავს საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)