სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

მსჯავრდებულის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა

N10 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ი.ნ. აცხადებდა, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (ხერხემლის ტკივილები), ესაჭიროებოდა სპეციალური მასაჟი, რაც არ უტარდებოდა (საქმე №3097/23).

მსჯავრდებულის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა ორჯერ მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს. შედეგად დეპარტამენტიდან მიღებული საბოლოო პასუხის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ მსჯავრდებული ი.ნ. ფიზიოპროცედურების და დაჭიმვითი ვარჯიშების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მიხეილ ღოღაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)