სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

მსჯავრდებულის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული გ.კ. აცხადებდა, რომ ჰქონდა ნევროლოგიური პრობლემები, რის თაობაზეც ჩაუტარდა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევები და 2022 წლის დეკემბრიდან, დარეგისტრირებული იყო მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიული კვლევის ჩატარების მიზნით, თუმცა 2023 წლის 5 აპრილის მდგომარეობით, კვლევა არ იყო ჩატარებული (საქმე №3374/23).

მსჯავრდებულის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს. შედეგად, ბრალდებულს ჩაუტარდა ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)