სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა

2023 წლის 17 იანვარს განცხადებით მოგვმართა მოქალაქე თ.ჯ.-მა, რომლის განმარტებით, მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრს არ ცნობდნენ დაზარალებულის უფლებამონავლედ (საქმე №398/23).

მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა გენერალურ პროკურატურას. გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი (და) ცნეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო ლეჟავამ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)