სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

ექსტრადიციის დაუშვებლობა

2021 წლის 1 მაისს განცხადებით მოგვმართა საქართველოს მოქალაქე ი.ჯ.-ს ადვოკატმა. ი.ჯ. დაკავებული იყო ბელარუსში და ემუქრებოდა ექსტრადიცია ლიბანის რესპუბლიკაში დანაშაულისთვის, რომლისთვისაც განსაზღვრული იყო სიკვდილით დასჯა. ბელარუსის რესპუბლიკაში საექსტრადიციო პროცედურები იმ პერიოდისთვის უკვე დაწყებული იყო.

სახალხო დამცველის აპარატმა შემჭიდროებულ ვადებში შეისწავლა ბელარუსის კანონმდებლობა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, გაეცნო გაეროსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებსა და მოხსენებებს, საიდანაც გამოიკვეთა, რომ ლიბანის რესპუბლიკაში სისტემური ხასიათი აქვს წამებას, არასათანადო მოპყრობას, არ არის უზუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, პენიტენციურ დაწესებულებებში არის ჯანმრთელობასა და ღირსებასთან შეუთავსებელი პირობები. ამასთანავე, დადგინდა, რომ ლიბანის რესპუბლიკაში ი.ჯ.-სთვის გათვალისწინებული ბრალდებისთვის მოსალოდნელი იყო სიკვდილით დასჯა. შედეგად, გამოიკვეთა, რომ ი.ჯ.-ს ლიბანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დაუშვებელი იყო, რის გამოც სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მინსკის სასამართლოს მიმართა. სასამართლოს მეგობრის წარდგენის შემდეგ, მინსკის სასამართლომ არ გასცა თანხმობა ლიბანის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე. ი.ჯ. საქართველოში დაბრუნდა.

საქმეზე იმუშავა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ევა ფაჯიშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)