სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

განაჩენის ასლის ხელმისაწვდომობა

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, გ.გ. აცხადებდა, რომ 2023 წლის 13 მარტს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ, მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა 2023 წლის 30 მაისის მდგომარეობით, განაჩენი ჩაბარებული არ ჰქონდა (საქმე №5820/23).

მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს. შედეგად, 2023 წლის 12 ივნისს მსჯავრდებულს გაეგზავნა განაჩენის ასლი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)