სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

მსჯავრდებულების თურქულ არხებზე სრულფასოვანი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა

2023 წლის 20 მარტს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა თურქეთის მოქალაქეებმა, რომელთა განმარტებით, მათთვის ხელმისაწვდომი იყო 2 თურქული სატელევიზიო არხი, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მითითებული არხები შეფერხებებით მუშაობდა, პრობლემის აღმოფხვრა კი ზოგჯერ თვეების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა (საქმე №3026/23).

მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს. აპარატის მიმართვის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს ჯგუფი, შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად იმყოფებოდა №14 პენიტენციურ დაწესებულებაში და თურქული არხების ფუნქციონირების ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეაპრატმენტის მთავარმა სპეციალისტმა ქსენია მესხიძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)