სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

მსჯავრდებულებისთვის ინგლისურენოვანი არხის ხელმისაწვდომობა

2023 წლის 31 მარტს განცხადებით მოგვმართა N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა რ.ი.-მ, რომლის განმარტებით, N3 დაწესებულებაში ფუნქციონირებდა ერთადერთი ინგლისურენოვანი სატელევიზიო არხი (BBC), რომელიც გაითიშა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა მისი ჩართვა (საქმე №3625/23).

მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტს. აპარატის მიმართვის საფუძველზე, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა ტექნიკური სამუშაოები და მსჯავრდებულისმიერ მოთხოვნილი ინგლისურენოვანი სატელევიზიო არხი - „BBC“ ჩაირთო.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნათია გორგილაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)