სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე შესაბამისი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა

2022 წლის 17 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს თ.შ.-ს (საქმე 8584/22). მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მისი ოჯახის წევრები ქ. ბათუმში ცხოვრობენ, რის გამოც ითხოვდა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით დასავლეთ საქართველოში არსებულ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას.

საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა პენიტენციურ დეპარტამენტს. შედეგად, მსჯავრდებული თ.შ. გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოში მდებარე №2 პენიტენციურ დაწესებულებაში.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთავარმა სპეციალისტმა მიხეილ ღოღაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)