სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება

2023 წლის 28 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე კ.ყ.-მა. განმცხადებლის განმატებით, 2022 წლის 24 მარტს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის კუთვილ ბინაში, მის მიერ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ, რეგისტრირებული იყო მოქალაქე გ.ო. აღნიშნულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 და მე-7 განყოფილებას, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა.

მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შედეგად აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)