სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებზე რეაგირება

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ბ.ფ. სხვა მსჯავრდებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. დამატებით აღნიშნავდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს, თუმცა უშედეგოდ (საქმე №660/23).

მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შედეგად ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლევან არღვლიანმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)