სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი

უცხოელი პატიმრების ხელმისაწვდომობა მაღაზიის პროდუქტებზე

2022 წლის 7 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და ესაუბრა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ უცხოელ ბრალდებულ ი.ა.-ს. ბრალდებული აცხადებდა, რომ ვინაიდან დაწესებულების მაღაზიაში გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ქართულ ენაზე, იგი ვერ ახერხებდა დაწესებულების მაღაზიაში სურსათის/ნივთების შეძენას.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს, რათა აღნიშნული პროდუქციის ჩამონათვალი უცხო ენებზეც გადათარგმნილიყო. შედეგად, ყველა პენიტენციური დაწესებულების მაღაზიებში არსებული პროდუქტების ცხრილი გადაითარგმნა მიმდინარე პერიოდისთვის მოთხოვნად 6 უცხო ენაზე.

საქმეზე იმუშავა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთავარმა სპეციალისტმა, ქსენია მესხიძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)