სპეციალური ანგარიშები.

დევნილი ქალების მობილობის ბარიერები და მათი ზეგავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე

წინამდებარე კვლევა შეისწავლის დევნილი ქალების მობილობის ბარიერებს და მათ ზეგავლენას ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ქალთა მობილობა და ამ ჯგუფის წარმომადგენელთა საჭიროებები არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველის აპარატის ყურადღების საგანი და ამ საკითხს 2021 წელს ცალკე ანგარიში დაეთმო.

დევნილები წლების განმავლობაში საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩებიან. შეიარაღებული კონფლიქტისა და მუდმივი საცხოვრებლის დაკარგვის გამო, მათი დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში, დანარჩენი მოსახლეობისგან მოშორებით, საცხოვრებლად გამოუსადეგარ შენობებში, არასათანადო პირობებში ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს, რაც ლახავს მათ ღირსებას და აბრკოლებს არაერთი უფლების რეალიზაციას.

კვლევის მიზანია, გააანალიზოს დევნილ ქალთა გადაადგილების ასპექტები, დაადგინოს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ამ ჯგუფის წარმომადგენლები დგებიან, ერთი მხრივ, როგორც ქალები და, მეორე მხრივ, როგორც დევნილები, და მიმოიხილოს დევნილ ქალთა მობილობის ზეგავლენა მათ ეკონომიკურ აქტივობასა და გაძლიერებაზე.

კვლევა ჩატარებულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ, პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით (MOH).

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)