ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა თელავში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე

2018 წლის 14 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კახეთის რეგიონში, თელავში, გამართეს საინფორმაციო შეხვედრა კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით.

გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კვლევის, ,,ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში“ მთავარი მიგნებები, ჯანდაცვის სფეროში კანონმდებლობისა და არსებული სერვისების მიწოდების ხელმისაწვდომობის ხარვეზები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კონტექსტში.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა და მკვლევრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით. ხაზი გაესვა განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას და კახეთის რეგიონისათვის დამახასიათებელ სპეციფიურ საჭიროებებს სხვადასხვა ჯგუფებთან მიმართებით. შეხვედრის მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს კვლევის მეორე ეტაპის აქტივობების პროცესში ჩასართავად, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებში ინდივიდუალური ხასიათის შეხვედრებსა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს მოიცავს.

ღონისძიება „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)