ახალი ამბები

სახალხო დამცველი შვედეთის ელჩს შეხვდა

2019 წლის 2 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შვედეთის ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა და ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში განიხილა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობაზე და სახალხო დამცველის ხედვასა და გეგმებზე ქვეყანაში ტოლერანტული კულტურის დამკვიდრების მიმართულებით. ელჩმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მხარდაჭერა გამოუცხადა და თანადგომა აღუთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და შვედეთის საელჩოს მეორე მდივანი ელისაბეტ ბრანდბერგი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)