ახალი ამბები

შეხვედრები კაჭრეთისა და თელავის საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან

2019 წლის 15-16 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლები თეიმურაზ ქორიძე, ეთერ შიუკაშვილი და ნათია ფიცხელაური კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და სტუდენტებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნეს, ასევე გამართეს სემინარები ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წევრებთან ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის არსებული სერვისების მისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების და აქტივობების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს თანასწორობის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მნიშვნელობას; სახალხო დამცველის როლს დისკრიმინაციასთან ბრძოლაში, წლიურ ანგარიშში შესულ რეკომენდაციებზე და გამოკვეთილ ტენდენციებზე. განიხილეს პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრაქტიკა.

მონაწილეებმა საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და მედიის გავლენაზე, დისკრიმინაციის წამახალისებელ სატელევიზიო რეკლამებსა და საჯარო განცხადებებზე ისაუბრეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)