თანასწორობის დეპარტამენტი

სექსუალური შევიწროება

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კოლეგის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ არასასურველი და შეურაცხმყოფელი სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა მას (საქმე N6021/21).

სახალხო დამცველმა შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მათ შორის, განმცხადებლის გამოკითხვის ოქმი, მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, ასევე მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია და მოცემულ საქმეზე დაადგინა სექსუალური შევიწროება და მიმართა შემავიწროებელს სამუშაო ადგილზე თუ სხვა სფეროში, აღარ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ადამიანებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე დამსაქმებელმა - შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ შემავიწროებელს საყვედური გამოუცხადა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანა კვაჭაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)