ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

2023 წლის 29 მარტს, ბათუმში მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ლევან იოსელიანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სახალხო დამცველის აპარატის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ასევე, სახალხო დამცველის აპარატისთვის შესაბამისი შენობის გადმოცემის საკითხს. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აჭარის რეგიონულ ოფისს ბათუმში საკუთარი ფართი არ აქვს და უკვე წლებია სამუშაო სივრცის დაქირავება უწევს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ამ პრობლემის გადასაჭრელად მზადყოფნა გამოხატა და განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია შესაბამის ფართს უახლოეს პერიოდში მოიძიებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)