ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის მიერ სასამართლო სისტემის მონიტორინგის გაძლიერების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატის მიერ სასამართლო სისტემის მონიტორინგის განხორციელების მექანიზმის გაძლიერების შესაძლებლობები იქნა განხილული.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერი რუსუდან ტაბატაძე.

შეხვედრას USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის საერთაშორისო ექსპერტი იაროსლავ გვიზდაკი უძღვებოდა, რომელმაც წარმოადგინა მისი მოსაზრებები სახალხო დამცველის აპარატის მიერ სასამართლო სისტემის მონიტორინგის მანდატის, სამომავლო სტრატეგიისა და ფორმების თაობაზე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

პრეზენტაციას სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)