ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2023 წლის 11 და 12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის, სიღარიბის, ალტერნატიული ზრუნვის, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის, განათლების უფლების, ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი პროგრამების საჭიროების თაობაზე ისაუბრეს და საბჭოს წევრებს ქვეყანაში ბავშვის უფლებათა მიმართულებით აპარატის საზედამხედველო საქმიანობის შედეგები და სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები წარუდგინეს.

თავის მხრივ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა დავით სერგეენკომ საბჭოს საქმიანობის მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად შემდგომი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)