ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილე ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2022 წლის 2 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ მანტას ადომენასს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები. ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეული რელევანტური საქმიანობა და სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც დასავლელი პარტნიორების განსაკუთრებული ინტერესის საგანია.

გიორგი ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროსტრუქტურებში საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მარიამ თავდგირიძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ანდრიუს კალინდრა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი საულიუს დანიუნასი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)