ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს

2022 წლის 9 დეკემბრიდან, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-9 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.

ამჟამად საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესზე მუშაობა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს მე-6 სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლება-მოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)