ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა სათანადო საცხოვრისის, საკვებზე ხელმისაწვდომობის, ხანდაზმულ პირთა და ეკომიგრანტთა უფლებების საკითხებზე

2022 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა თელავში შეხვედრა გამართეს აღმოსავლეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლიკა წიკლაურმა სათანადო საცხოვრისის, საკვებზე ხელმისაწვდომობის, ხანდაზმულ პირთა და ეკომიგრანტთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა, სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის შესაბამისი თავები წარმოადგინა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მიერ მომზადებული რეკომენდაციები გააცნო. გაიმართა დისკუსია აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, საგარეჯოს, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელმა.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის შეთანხმების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)