სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას შეხვდა
2025 წლის 30 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოკის.მოსახლეობასშეხვდა და მათ მდგომარეობას გაეცნო.
სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც ამ ტერიტორიების ეკონომიკურ გაძლიერებასა და სერვისების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს და მოსახლეობას თავის კარ-მიდამოში დარჩენის მოტივაციას შეუქმნის.